Friday, December 30, 2011

ვაჟას კვირეული ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში


ვაჟა_ფშაველას 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული სოფ. ხორნაბჯის საჯარო სკოლაში
სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის გამოცხადდა კონკურსი "ვაჟას იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული".
ამ კონკურსში აქტიურად ჩაება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა. კვირეულის ფარგლებში ჩვენმა სკოლამ დაგეგმა და განახორციელა სხვადასხვა ტიპის აქტივობები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს I-XII კლასის მოსწავლეებმა.
წარმოგიდგენთ განხორციელებული აქტივობების ამსახველ დეტალურ ანგარიშს.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში ჩატარებული აქტივობები:
  • ვაჟას კვირეულის საზეიმო გახსნა;
  • ვაჟა-ფშაველას კუთხის მოწყობა;
  • კედლის გაზეთების გამოშვება: "ფოტოკოლაჟი", " ვაჟა 150 წლისაა";
  • ვიქტორინა: "რა ვიცით ვაჟას შესახებ";
  • ფილმების (მულტფილმების) ჩვენება;
  • ვაჟა-ფშაველას თარგმნილი ლექსების კითხვა;
  • ვაჟას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ნახატების გამოფენა;
  • საჩვენებელი გაკვეთილი: "ვაჟას ცხოვრება და მოღვაწეობა";
  • ინტერვიუ რაიონის მოსახლეობასთან თემაზე: "რა ვიცით ვაჟას შესახებ";
სოფ.ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში I-XII კლასის მოსწავლეების მონაწილეობით საზეიმოდ გაიხსნა ვაჟას იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული. IX-XII კლასის მოსწავლეებმა ინტერნეტის საშუალებით მოიძიეს მასალები და გამოუშვეს კედლის გაზეთები: "ფოტოკოლაჟი", " ვაჟა 150 წლისაა".





უფროსკლასელთა მონაწილეობით ჩატარდა ვიქტორინა: "რა ვიცით ვაჟას შესახებ". ქართული ენის მასწავლებლებლებმა და სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად მოაწყეს და გააფორმეს ვაჟას კუთხე, სადაც მოეწყო პოეტის თარგმნილი ლექსების კითხვა.
IX-XI კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩვენი რაიონის სხვადასხვა დაწესებულებებში და აიღეს ინტერვიუები იქ მომუშავე საჯარო მოხელეებისგან. სკოლაში დაბრუნების შემდეგ, მიღებული პასუხების ანალიზის საფუძველზე, დაადგინეს, რომ ყველაზე კარგად ვაჟას ცხოვრება და შემოქმედება ახსოვდათ ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლებს.
II-VII კლასის მოსწავლეებმა ნახეს ნახატი ფილმები: "ჩხიკვთა ქორწილი", "ბულბულის იუბილე", "სათაგური", IX-XI კლასის მოსწავლეებმა კი -"ვედრება".
მოეწყო ვაჟას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი ნახატების გამოფენა.
VIბ კლასში პედაგოგ რუსუდან გონაშვილის მიერ ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი: "ვაჟას ცხოვრება და მოღვაწეობა" 

 



 

 




 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 


 

 

 

 

 

 




 

No comments:

Post a Comment