Friday, February 24, 2012

გ. დოჩანაშვილის „ყველაზე კარგი პაპა“


გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
გ. დოჩანაშვილის „ყველაზე კარგი პაპა“  I გაკვეთილი
სწავლების საფეხური და კლასი


დაწყებითი საფეხურის  VI  კლასი
საგანი,მასწავლებლის სახელი,გვარი
ქართული ენა და ლიტერატურა
რუსუდან გონაშვილი
მოსწავლის რაოდენობა
20
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე
არცერთი
სასწავლო გაკვეთილის მიზანი
·         ინფორმაციის მიღება და გადაცემა მოსწავლეთა მიერ
·         მხატვრული ტექსტის გააზრება
·         ლექსიკური მარაგის გამდიდრება
·         კითხვისა და გაგების საბაზისო უნარების განვითარება
·         კრიტიკული აზროვნების განვითარება
·         გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლება
·         მხატვრული ტექსტის კითხვა დამოუკიდებლად და შინაარსის გადმოცემა
·         ზნეობრივ-ესთეტიკურ ღირებულებათა ჩამოყალიბება
·         სხვადასხვა სახის წერილობითი მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა
·         მულტიმედია ტექსტის შექმნა
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები
ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მი­ღე­ბი­სა და გადა­ცე­მისათვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი.
ქართ. VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.
ქართ. VI. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.
ქართ. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი/ნაწყვეტი.
ქართ. VI. 8. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად წაიკითხოს სხვადასხვა სახისა და ნაირგვარი შინაარსის ტექსტები.
ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი.
ქარ. VI. 12.  მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.
ქართ. VI. 13. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის მიზნობრივად გამოყენება.
ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
თანმიმდევრობა \აქტივობები და დრო\
აქტივობა 1. მისალმება-1წთ.
აქტივობა 2. ორგანიზაციული საკითხების მოგვარება-მიზნის, თემის და შეფასების გაცნობა-2-3წთ.
აქტივობა 3. საშინაო დავალების პრეზენტაცია-5 წთ.
აქტივობა 4. მზადება კითხვისათვის- გამოწვევა 8-10 წთ.
დაფაზე ჩამოვწერ საკვანძო სიტყვებს (მეფე, მშრომელიკაცი, ბრძენი, ხელმწიფის ასული)  და მოსწავლეებს ვთხოვ, მათი გამოყენებით შეადგინონ წერილობითი თხზულება და დაასათაურონ. მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში ან ჯგუფებში. პრეზენტაცია და მოსწავლეთა მიერ შეფასებაც იქვე მოხდება.
აქტივობა 5. ტექსტის კითხვა- 15-20 წთ.
კითხვის დაწყებამდე ვაჯამებთ, რა იციან მოსწავლეებმა დოჩანაშვილის შესახებ (ინფორმაცია მასწავლებლებისთვის)
გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში.
მამა — პეტრე დოჩანაშვილი (ექიმი), დედა — გულნარა ემხვარი (დიასახლისი). მომავალი მწერალი იზრდებოდა ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე. ბებია — მერი(ფაცა) კორძაია, ბაბუა — სილოვან ემხვარი ( აკაკი წერეთლის დის შვილიშვილი) და ბებია — ოლღა გუსევა (მამის მხრიდან) არ აკლებდნენ მზრუნველობასა და სიყვარულს.
უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს.
მწერლის ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო 1966 წელი: დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო (7 აპრილი), და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“.
1968 წელს მიიღეს მწერალთა კავშირში, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 1990 წელს. ეს მძიმე დღეები მას სასულიერო პირებმა და უახლოესმა მეგობრებმა გადაატანინეს, რამაც განსაკუთრებულად დააახლოვა უფალთან და ეკლესიასთან, უფალმა კი მალე ის გამოუგზავნა, ვინც მისი ცხოვრება კვლავ გააცოცხლა. „ბაბუა გიჟია, იმიტომ რომ ჩემზე გიჟდება“, — ამბობს მისი შვილიშვილი, თინათინ ჭკუასელი.
მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს.
1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ საქართველოს ერთგული და ღირსეული შვილები: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე. 1956 წელს მათ თავს დაატყდათ „სუკ“-ის რისხვა. გურამ დოჩანაშვილს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდა და მისჯილი ჰქონდა სამწლიანი პატიმრობა, რომელიც შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.
1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი (ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში.
1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში.
გურამ დოჩანაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია: ''სამოსელი პირველი'', ''კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა'', ''იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი'', ''ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე'', ''ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები'' და სხვა.

მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ტექსტს წინასწარ ვყოფ რამდენიმე ნაწილად, ტექსტი უნდა გაწყდეს საკვანძო საკითხებთან, რათა შემდეგი მონაკვეთის სიუჟეტის შესახებ მოსწავლეებმა გამოთქვან საკუთარი ვარაუდები. ვიყენებ  ე. წ. ‘ვარაუდების სქ ემას“. სათაურის წაკითხვის შემდეგ მოსწავლეები დაფიქრდებიან და გამოთქვამენ ვარაუდს, თუ რაზე შეიძლება იყოს საუბარი ტექსტში.
მოსწავლეები ნაწილ-ნაწილ კითხულობენ ტექსტს, თითოეული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ აკეთებენ პაუზას.
თიოთოეული ნაწილის წაკითხვის შემდეგ ივსება ვარაუდების სქემა.

როგორ ფიქრობთ რა მოხდება?
რატომ ფიქრობთ ასე?
სინამდვილეში რა მოხდა?
სათაურის წაკითხვის შემდეგ



I მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ



II მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ



II I მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ



აქტივობა 6. ახალი ლექსიკური ერთეულების ახსნა- 5-6 წთ.
მოსწავლეებს ვავალებ ლექსიკონის გამოყენებით (რომელიც აუცილებლად უნდა გვქონდეს კლასში) თავად მოიძიონ და ახსნან სიტყვის სალაროში მოცემული სიტყვები. ამ მიზნით გამოვიყენებ ჯგუფურ მუშაობას. კლასს დავყოფ  3 ჯგუფად.
 1-ლ ჯგუფს მივცემ პირველ  5 ლექსიკურ ერთეულს:
აიმრიზა-
გაემასლაათა-
დაექადნა-
მოოჭვილი-
ბზე-
II ჯგუფს-  5 ლექსიკური ერთეული:
ეპიტნავება-
ჰოტროველა-
გაგრია-
თავქარიანი-
ქარბორბალა-
III ჯგუფს კი მივცემ იდიომების ლექსიკონს და თავად ახსნიან ფრაზეოლოგიზმებს:
თვალი უყო-
გული მოეცა-
თავში ბზე უყრია-
თავში მტრედები უფრენენ-
ჭკუაზე აფრაკად არის-
იხტიბარი არ გაიტეხა-
აქტივობა 7. საშინაო დავალება- 2 წთ.
შექმნან მედიატექსტი - შექმნან ჩანახატები წაკითხულ ეპიზოდებზე-ილუსტრაციები
 შეფასება
მოსწავლეთა წარმატებ დადგენისას გამოვიყენებ  განმსაზღვრელ შეფასებას
კრიტერი-
უმები
კითხულობს
დამოუკი-დებლად
და იგებს ტექსტის შინაარსს
სვამს
კითხვებს-
ინფორმაციისუკეთ გასააზრებლად

გამოთქვამს ვარაუდს და მას ამყარებს არგუმენტით
დაბალი



დამაკმა-ყოფილებელი



საშუალო



მაღალი



 რესურსი

ფურცლები, კალმებ, სახელმძღვანელო.  

გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
გ. დოჩანაშვილის „ყველაზე კარგი პაპა“ II გაკვეთილი
სწავლების საფეხური და კლასი


დაწყებითი საფეხურის  VI  კლასი
საგანი,მასწავლებლის სახელი,გვარი
ქართული ენა და ლიტერატურა
რუსუდან გონაშვილი
მოსწავლის რაოდენობა
20
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე
არცერთი
სასწავლო გაკვეთილის მიზანი
·         ინფორმაციის მიღება და გადაცემა მოსწავლეთა მიერ
·         მხატვრული ტექსტის გააზრება
·         ლექსიკური მარაგის გამდიდრება
·         კითხვისა და გაგების საბაზისო უნარების განვითარება
·         კრიტიკული აზროვნების განვითარება
·         გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლება
·         მხატვრული ტექსტის კითხვა დამოუკიდებლად და შინაარსის გადმოცემა
·         ზნეობრივ-ესთეტიკურ ღირებულებათა ჩამოყალიბება
·         სხვადასხვა სახის წერილობითი მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა
·         მულტიმედია ტექსტის შექმნა
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები
ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მი­ღე­ბი­სა და გადა­ცე­მისათვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი.
ქართ. VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.
ქართ. VI. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.
ქართ. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი/ნაწყვეტი.
ქართ. VI. 8. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად წაიკითხოს სხვადასხვა სახისა და ნაირგვარი შინაარსის ტექსტები.
ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი.
ქარ. VI. 12.  მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.
ქართ. VI. 13. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის მიზნობრივად გამოყენება.
ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
თანმიმდევრობა \აქტივობები და დრო\
აქტივობა 1. მისალმება-1წთ.
აქტივობა 2. ორგანიზაციული საკითხების მოგვარება-მიზნის, თემის და შეფასების გაცნობა-2-3წთ.
აქტივობა 3. საშინაო დავალების პრეზენტაცია-10 წთ.
აქტივობა 4. წაკითხულის გააზრება -  წვდომა 15-17 წთ.
აქტივობა 5. ტექსტის ენობრივ მხარეზე დაკვირვება - 10-12 წთ. დავალება სახელმძღვანელოდან (აკვირდებიან ეპითეტებს)
დავალება N 4 (აქტ. რვეული)
აქტივობა 6. შეფასება- 2-3 წთ.
აქტივობა 7. საშინაო დავალება- 2 წთ.
კრიტერი-
უმები
აზროვნება ლოგიკურია,მსჯელობა გამართული და ნათელია
წერს გამართულად,გრამატიკული წესები დაცულია

გამოთქვამს ვარაუდს და მას ამყარებს არგუმენტით
დაბალი



დამაკმა-ყოფილებელი



საშუალო



მაღალი



ტექსტი  თხრობით. დავალება N3  (აქტ. რვეული)
 შეფასება
მოსწავლეთა წარმატებ დადგენისას გამოვიყენებ  განმსაზღვრელ შეფასებას
 რესურსი

ფურცლები, კალმებ, სახელმძღვანელო.  

გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
გ. დოჩანაშვილის „ყველაზე კარგი პაპა“ III გაკვეთილი
სწავლების საფეხური და კლასი


დაწყებითი საფეხურის  VI  კლასი
საგანი,მასწავლებლის სახელი,გვარი
ქართული ენა და ლიტერატურა
რუსუდან გონაშვილი
მოსწავლის რაოდენობა
20
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე
არცერთი
სასწავლო გაკვეთილის მიზანი
·         ინფორმაციის მიღება და გადაცემა მოსწავლეთა მიერ
·         მხატვრული ტექსტის გააზრება
·         ლექსიკური მარაგის გამდიდრება
·         კითხვისა და გაგების საბაზისო უნარების განვითარება
·         კრიტიკული აზროვნების განვითარება
·         გამომეტყველებითი კითხვის ჩვევის დაუფლება
·         მხატვრული ტექსტის კითხვა დამოუკიდებლად და შინაარსის გადმოცემა
·         ზნეობრივ-ესთეტიკურ ღირებულებათა ჩამოყალიბება
·         სხვადასხვა სახის წერილობითი მცირე ზომის ტექსტის შეთხზვა
·         მულტიმედია ტექსტის შექმნა
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები
ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მი­ღე­ბი­სა და გადა­ცე­მისათვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი.
ქართ. VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.
ქართ. VI. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.
ქართ. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი/ნაწყვეტი.
ქართ. VI. 8. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად წაიკითხოს სხვადასხვა სახისა და ნაირგვარი შინაარსის ტექსტები.
ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი.
ქარ. VI. 12.  მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.
ქართ. VI. 13. მოსწავლეს შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის მიზნობრივად გამოყენება.
ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
თანმიმდევრობა \აქტივობები და დრო\
აქტივობა 1. მისალმება-1წთ.
აქტივობა 2. საშინაო დავალების პრეზენტაცია-7-8 წთ.
აქტივობა 3. ტექსტის მოკლე შინაარსის გადმოსაცემად გეგმის შედგენა 5-7 წთ.
აქტივობა 4. მინიდისკუსია - 10  წთ.
მოსწავლეები შეეცდებიან  პერსონაჟების მოქმედების მიზეზისა და მიზნის  ახსნას, შემდეგ აქტ. რვეულში სრულდება დავალება N 1 (წყვილებში)
აქტივობა 5. გმირის რუკა. მთავარი პერსონაჟის დახასიათება ტექსტუალური მასალის საფუძველზე - 5 წთ.
გმირი-თავისებურება-არგუმენტი
აქტივობა 5. მშობლიური ენის სამყაროში 10-12 წთ.
კრიტერი-
უმები
აზროვნება ლოგიკურია,მსჯელობა გამართული და ნათელია
წერს გამართულად,გრამატიკული წესები დაცულია

გამოთქვამს ვარაუდს და მას ამყარებს არგუმენტით
დაბალი



დამაკმა-ყოფილებელი



საშუალო



მაღალი



თანდებულიან არსებით სახელებზე დაკვირვება
აქტივობა 6. საშინაო დავალება 2-3 წთ.(აქტ. რვეული N2, N5 ).
 შეფასება
მოსწავლეთა წარმატებ დადგენისას გამოვიყენებ  განმსაზღვრელ შეფასებას
 რესურსი

ფურცლები, კალმებ, სახელმძღვანელო.  

მოსწავლეებმა ტექსტის შესწავლის შემდეგ შექმნეს მედიატექსტები: 

  •  ჩანახატები წაკითხულ ეპიზოდებზე;
  • თავად მოიფიქრეს ზღაპარი და დაასურათეს