Saturday, February 11, 2012

ქიზიყური დიალექტი


კახური (ქიზიყური ):
კახელები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ კახეთის მხარის ტერიტორიაზე. კახელები საუბრობენ კახურ დიალექტზე, რომელიც ლიტერატურული ქართული ენის ერთ-ერთი საფუძველია. ეთნოგრაფიულ-ლინგვისტური თვალსაზრისით კახელებს შორის ცალკე გამოყოფენ ქიზიყელებს და ინგილოებს.
თავისთავად, დედოფლისწყაროში  უხვად გვხვდება კახური დიალექტი. კახეთი აღმოსავლეთ საქართველოს ვრცელ ტერიტორიაზეა გაშლილი. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით კახეთში შედის: ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, სიღნაღის, ლაგოდეხის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს რაიონები და თბილისის გარეუბანი. კახელები საკმაო რაოდენობით ცხოვრობენ თიანეთის რაიონში.
კახეთი იყოფა: გარეკახეთად (მდ. ივრის შუა წელი), ქიზიყად (მდ. ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთად (მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხრად (მდ. ალაზნის მარცხენა სანაპირო). მიუხედავად ფართო გავრცელებულობისა, კახური მეტყველება ძირითადად ყველგან ერთნაირია; გამოიყოფა სამი კილოკავი: გარე კახური, შიგნიკახური და ქიზიყური. ქიზიყურის სახელწოდებით ცნობილია სიღნაღისა და ნაწილობრივ დედოფლისწყაროს რაიონების მოსახლეობის მეტყველება. დანარჩენი კილოკავებისაგან განსხვავებით, ქიზიყური მეტყველებისათვის დამახასიათებელია არქაული მოვლენები.

დანდობილა
უცებ, მოულოდნელად
ქეთლი
ჩაიდანი
გამაიტა
გამოიტანე
შაიტა
შეიტანე
აპალთია
ლამის
გო
გოგო
ჯო
ბიჭო
ემაგრე
მასე
ტრაყუნი
კვეხნა, ტრაბახი
ტატრაყუნა
შიშველი
ბაჩაგანა
დაბალი
მუტრუკი
ჩოჩორი
ქარაშოტი
ძლიერი ქარი
დააწინწილა
ნაწილ-ნაწილ დაყო
აძაგებული
უვარგისი, გაფუჭებული
კოპაჭი
კოპი
აკრაკი
სულელი
მომყირჭდა
მომწყინდა
ვუტურტურებ
ვუტრიალებ
დაჩმეხილი
კოჭლი
ჩლახუნი
კოჭლობით სიარული
ხალხა
კაკლის საბერტყი ჯოხი
აჯამი
სულელი
ხარიხა
საკიდი
ჯაგანი
თოკზე ასხმული ყურძნის მტევნები
აჯაგვნა
ასხმა
სარცხი
ქვევრის გასარეცხი ერთგვარი  ჯოხი
ტროყე
მსუქანი
გამოჩხიბული, გაჩხიკული
გამხდარი
მოხიჟავება
თავის მოყრა, მოგროვება
ჩოლფოტი
მოუხერხებელი
კაკანი
სიცილი
გაფხრეწვა
გახევა
ციმფია
მსუნაგი, გაუმაძღარი

No comments:

Post a Comment