Saturday, February 18, 2012

გურამ პეტრიაშვილი - „წვიმის მოყვარული კაცი“



გაკვეთილის  გეგმა

გაკვეთილის თემაგურამ პეტრიაშვილი - „წვიმის მოყვარული კაცი“
სწავლების საფეხური და კლასი

დაწყებითი საფეხურის  VI  კლასი
საგანი, მასწავლებლის სახელი, გვარიქართული ენა და ლიტერატურა
რუსუდან გონაშვილი
მოსწავლის რაოდენობა20
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეარცერთი
სასწავლო გაკვეთილის მიზანი·        მხატვრული ტექსტის აღქმა,
·         პარალელების გავლება შესწავლილ ლიტ. ნაწარმოებებთან ჟანრის, თემისა და პრობლემატიკის მიხედვით,
·         შესწავლილი ტექსტის მიხედვით პერსონაჟის წარმოსახვითი პორტრეტის შექმნა, მულტიმედია ტექსტებზე მუშაობა,
·         წერის სტრატეგიების დაუფლება
.    პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში,
.   სხვადასხვა სახის ტექსტის შექმნა.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგებიქართ. VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.
ქართ .VI.3 მოსწავლეს  შეუძლია  მართებულად წარმართოს  საკუთარი  სამეტყველო  ქცევა  მიზნისა და  კონტექსტის  შესაბამისად .
ქართ. VI. 6 . მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი/ნაწყვეტი.
ქართ. VI. 9. მოსწავლეს შეუძლია პირადგამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ.
ქართ. VI. 9. მოსწავლეს შეუძლია პირადგამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ.
ქარ . VI. 12.   მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.
  ქართ. VI. 1 4 . მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში ; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.
ქართ. VI. 1 5 . მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის  მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა.
ქართ. VI. 1 6 . მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება, გრამატიკულ ი თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება.
თანმიმდევრობა \აქტივობები და დრო\აქტივობა 1. მისალმება-1 წთ .
აქტივობა 2. ორგანიზაციულისაკითხებისმოგვარება-მიზნის ,თემის  და შეფასების გაცნობა -2-3 წთ .
აქტივობა 3. საშინაო დავალების პრეზენტაცია-10 წთ.
აქტივობა 4. ტექსტის კითხვა და წაკითხულის ანალიზი- 20-25 წთ. (ვიყენებ კომენტირებული კითხვის მეთოდს)
მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს,საგანგებო ყურადღება ექცევა უცნობ სიტყვებს,
კითხვები წაკითხულის გასააზრებლად:
·         რატომ უყვერდა კაცს ასე ძალიან წვიმა?
·         როგორ გაჩნდა ჯადოსნური ყვავილები ქალაქში?
·         რატომ შეცვალა ჯადოსნური ყვავილების გამოჩენამ ქალაქელების ცხოვრება?
·         რა იყო თავიდან წვიმის მოყვარული კაცის ცვლილების მიზეზი?
როგორ ფიქრობთ, რას განასახიერებს ჯადოსნური ყვავილქოლგა?
1.      სიკეთესა და სილამაზეს
2.      წვიმისაგან თავდაცვის საშუალებას
3.      ჯადოსნობას, რომლის საშუალებითაც ადამიანს ყოველი სურვილის ასრულება შეუძლია
როგორ დასასრულს მოიფიქრებთ ამ ზღაპრისათვის?
აქტივობა 5. შეფასება - 3 წთ.
აქტივობა 6. საშინაო დავალება - 2 წთ .
 შეფასებამოსწავლეთა წარმატების დადგენისას გამოვიყენებ  განმსაზღვრელ შეფასებას
·         შეფასდება თანამშრომლობა, აქტიურობა
·         შეფასდება ტექსტზე მუშაობის, ანალიზის უნარი
 რესურსი

ფურცლები, კალმები, სახელმძღვანელო.  


მოსწავლეებმა ტექსტის შესწავლის შემდეგ დაასურათეს ნაწარმოები











1 comment:

  1. მეც ვცადე სურათის დახატვა, მაგრამ, სამწუხაროდ,არაფერი გამომივიდა! ეტყობა, ჯადოსნობის აღარ მჯერა,გული დამწყდა!

    ReplyDelete