Saturday, February 11, 2012

ჩემი სურათები

  "...თურმე , ოცნებებიც მეტად დამღლელია"
მიყვარს გაზაფხული, სითბო, მზე, სიმწვანე, ყვავილები....
ვერ ვეგუები ზამთარსა და სიცივეს. ვცდილობ, რამენაირედ შევამოკლო ზამთრის ერთფეროვანი სუსხიანი დღეები. ეს სურათები ამ მცდელობის ნაწილია. ვხატავ, ვფიქრობ , ვოცნებობ და ველოდები . (ნეტავი რას?), მაგრამ ოცნებითაც დავიღალე, მარტივი ოცნებებით დავიღალე, რაღაც მეტად ყოფიერი და მიწიერი ოცნებები მომეძალა ამ ბოლო დროს... 
ნუთუ, ოცნებებისთვისაც არსებობს საზღვარი?! 
... აღარ მინდა დამღლელი ოცნებები!
მინდა: გაზაფხული, მზე, სიმწვანე, ყვავილები...



           
















1 comment:

  1. არ გამკიცხოთ,ხელოვანობაზე სულაც არ ვდებ თავს, უბრალოდ ჩემთვის ვერთობი, დრო გამყავს და ვისვენებ

    ReplyDelete