Monday, January 30, 2012

ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა

მეექვსე კლასში ჩავატარე საჩვენებელი გაკვეთილი თემაზე: "ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა". ჩემი მიზანი იყო, ბაშვები  გაცნობოდნენ  ვაჟას ბიოგრაფიის საინტერესო და მნიშვნელოვან მონაცემებს, ვიდრე უშუალოდ მწერლის შემოქმედების შესწავლას დაიწყებდნენ. ვფიქრობ, საინტერესო  გაკვეთილი გამოვიდა, თუმცა, გაკვეთილის შემდგომი ანალიზისას მივხვდი, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა დამეგეგმა სასწავლო პროცესი. წარმოგიდგენთ იმ მასალას , რომელიც გამოვიყენე თემის გადაცემისას.



გაკვეთილის  მთავარი თემა
ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა
ინტეგრირებული საგნები,
მასწავლებლის /ების
სახელი, გვარი
ქართული - რუსუდან გონაშვილი
ისტ - ნანა კვანჭილაშვილი
სწავლების საფეხური
I  საფეხური  V I კლასი
მოსწავლეთა პროფილი
20  მოსწავლე.
განსაკუთრებული მიდგომების, საჭიროებების მქონე მოსწავლეები არ არიან
გაკვეთილისმნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაეცნობიან ვაჟა-ფშაველას ცხოვრებას და მოღვაწეობას
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოთხოვნები/სტანდარტები

ქართული:
ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მი­ღე­ბი­სა და გადა­ცე­მისათვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი.
ქართ. VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

ქართ. VI. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.

ქართ. VI. 8. მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად წაიკითხოს სხვადასხვა სახისა და ნაირგვარი შინაარსის ტექსტები.

ქართ. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა.

ქარ. VI. 12.  მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.

ქართ. VI. 16. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება, გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება.



ისტ:
ის ტექნ. VI.1.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ის ტექნ. VI.2. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
ის ტექნ. VI.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
ის ტექნ. VI.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისათვის და თანამშრომლობისათვის
წინასწარი ცოდნა
ქართული:
მოსწავლეები წინა კლასებიდან იცნობენ ვაჟა-ფშაველას რამდენიმე ნაწარმოებს.
ისტ:
ინტერნეტი(ნავიგაცია, მოძიება, შენახვა), ტექსტური რედაქტორის გამოყენება(ტექსტის შეყვანა და რედაქტირება, ცხრილის ჩასმა და ფორმატირება), კომპიუტერისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შემადგენელი ნაწილები და მათი დანიშნულება.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
აქტივობა 1. მისალმება-1წთ.
აქტივობა 2. ორგანიზაციული საკითხების მოგვარება-მიზნის, თემის და შეფასების გაცნობა-1წთ.

მოლოდინის განსაზღვრა/გამოწვევა-(საფეხური A)
აქტივობა 3. მოსწავლეებს ვაჩვენებ ვაჟა-ფშაველას პორტრეტს და ვსვამ კითხვას: ვინ არის ამ სურათზე და რა იციან მის შესახებ?-5წთ.
აქტივობა 4. „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“
დავალება 1:
მოსწავლეები ინდივიდუალურად ტექსტური რედაქტორის გამოყენებით აკეთებენ ცხრილსვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლედა შეავსებენ 1 და მე-2 სვეტს. 5წთ.
ცოდნის კონსტრუირება/შინაარსის რეალიზება-(საფეხური B)
აქტივობა 5. პრეზენტაცია  პროექტორით მოსწავლეებს ვაჩვენებ პრეზენტაციას:
ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა“.
ვესაუბრები მოსწავლეებს ვაჟას ცხოვრების და მოღვაწეობის მათთვის საინტერესო ეპიზოდებზე. პრეზენტაციის შემდეგ გავმართავთ დისკუსიას მოცემული თემის ირგვლივ- 8-10 წთ.
გამთლიანება/რეფლექსია (საფეხური C)
დავალება 2:
თითოეული მოსწავლის კომპიუტერში წინასწარ არის ჩაწერილი ფაილი (დავალების ნიმუში)- 10 წუთი
მოსწავლეები შეავსებენ ცხრილის - „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლემესამე სვეტს.
მოწავლეების შეფასება - 5 წთ.
საშინაო დავალება:
მოვიძიოთ დამატებითი ინფორმაცია (სხვადასხვა საშუალებებით, ლიტერატურის და ინტერნეტის გამოყენებით) ვაჟა-ფშაველას ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ.
ბავშვებს ვაჩვენებ წინასწარ მომზადებულ სურათებს, მოსწავლეები ინდივიდუალურად აირჩევენ ერთ-ერთს და  მის მიხედვით დაწერენ თავისუფალ თემას, შეძლებისდაგვარად დაუკავშირებენ ვაჟას შემოქმედებას. -5წთ.
შეფასების საგანი და პროცედურები
გამოვიყენებ ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემას
შეფასდება:
გაკვეთილზე ჩართულობა;
ჯგუფში თანამშრომლობა
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
VI კლასის სახელმძღვანელო, დაფა, , 6 კომპიუტერი, პროექტორი. პრეზენტაცია - „ვაჟა ფშაველას მოღვაწეობა“, ცხრილის ნიმუში - „ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“.
ელექტრონული რესურსები:




ინდივიდუალური შეფასების სქემის რუბრიკა


ინდიკატორები
კრიტერიუმები
დაბალ
1-3
საშუალოზე დაბალი
4-5
საშუალოზე მაღალი 6-8
მაღალი

9-10

ქულა

1.       მსჯელობის უნარი 






2.       გაკვეთილზე ჩართულობა   






3.       ისტ- ეფექტურად გამოყენება





4.       მოძიებული ინფორმაცის დავალებასთან შესაბამისობა 






საშუალო ქულა










ვაჟას მოგონებები თელავის სასწავლებელზე

„მე ბუხარში ვიჯექი და იქიდან ვუცქერდი საშინელებას. დიახ, ბუხარი იყო ჩემი სკამი მთელი ორი წელი, რადგან ადგილი აღარ  იყო შეგირდისათვის და ერთთავად ნაცარში ამოგანგლული ვიჯექი...ექვსი წლის ჩემი თელავში ყოფნის დროს სწავლის ნაყოფად ჩაითვლება რამდენიმე რუსულ-ბერძნული ფრაზა. ქართულს ვინ  გვაღირსებდა...უვარგისი სისტემა სწავლისა ვერ აკმაყოფილებდა ჩემს ცნობისმოყვარეობას, ვერ აწვდიდა ნოყიერ საზრდოს... მე რომ მიმიყვანეს სკოლაში, როზგი ხმარებაში მხოლოდ ორ წელსღა იყო... ჩვენთვის სკოლა საპყრობილე იყო...დიდად უბედურია ის მასწავლებელი, რომელიც სკოლას საპყრობილედ გადააქცევს...ნუთუ მუდამ სწავლა ტანჯვად უნდა წარმოვიდგინოთ და არ შემუშავდება ისეთი წესები, რომ სიამოვნებად გადაიქცეს იგი?...“-_იგონებდა შემდეგში ვაჟა.

სქოლიო
შეგირდი-მოწაფე,მოსწავლე;
საპყრობილე-ციხე;
ნოყიერი (აქ)-საფუძვლიანი;
როზგი-ჯოხით ცემა.

სადისკუსიო კითხვები

1.    როგორი ცხოვრება ჰქონია ვაჟა-ფშაველას და რატომ?
2.    რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ვაჟას მოგონებიდან, რომელიც თელავის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდს უკავშირდება?
3.    რის საფუძველზე გამოიტანეთ ასეთი დასკვნა?
4.    როგორ ფიქრობთ, რატომ ინატრა სიკვდილის წინ ვაჟა-ფშაველამ მთის წყარო და ტყე?



დავალების  ნიმუში
დავალება 1.

გაეცით  პასუხი  ქვემოთ  მოცემულ კითხვებს:


1.       გაიხსენეთ ვაჟა-ფშაველას დაბადების ადგილი და  დრო



2.      დაასახელეთ ერთ-ერთი პოემა


3.      რომელი სოფლები შეიქმნა ვაჟა-ფშაველას თაოსნობით და როდის?


4.      რომელ წლებში სწავლობდა ვაჟა-ფშაველა  პეტერბურგში?

5.      რა ერქვა მის მშობლებს?

6.  როდის დაწერა ვაჟა-ფშაველამ  „შვლის ნუკრის ნაამბობი“?

7.  როდის გარდაიცვალა და სად არის დასაფლავებული ვაჟა-ფშაველა?



შენიშვნა: ამ კითხვებზე  პასუხის გასაცემად შეგიძლიათ გამოიყენოთ მოცემული ვებგვერდები (www.wikipedia.org , www.lib.ge ) და საძიებო სისტემა - Google



დავალება 2:

მოიძიეთ და ჩასვით ქვემოთ ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი რამდენიმე სურათი.



"ვიცი, მინდა გავიგო, გავიგე" გრაფა



ვიცი
მინდა ვიცოდე
გავიგე
1.        


2.        


3.        


4.        


5.        


6.        


7.        


8.        







ჯგუფური მუშაობის შეფასების სქემა



ქულები
პირობასთან შესაბამისობა

იცავენ დროის ლიმიტს
0 - 1
იცავენ პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს
0 - 0, 5 - 1
კომუნიკაციურუნარ-ჩვევები

გასაგებად წერენ  პასუხებს
0 – 1
ენობრივი უნარ-ჩვევები

იყენებენ მართებულ ენობრივ-გრამატიკულ ფორმებსა და ენობრივ კონსტრუქციებს
0 - 2
ჯგუში თანამშრომლობა

გადანაწილებული აქვთ მოვალეობები, აქვთ ერთმანეთის მოსმენის უნარი, შეუძლიათ თანამშრომლობა
0-1-1,5-2
გაკვეთილზე ჩართულობა
0-1
ისტ_ის ეფექტურად გამოყენება
0-1
მოძიებული ინფორმაციის დავალებასთან შესაბამისობა
0-1
ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 10  
(ქულები მრგვალდება მთელის სიზუსტით)





ვაჟა-ფშაველას პრეზენტაცია


პრეზენტაცია მასწავლებლებისათვის გაკვეთილის შეფასების გასაკეთებლად