Saturday, January 7, 2012

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის
თემა

ხალხური - "კოპალა"

სწავლების
საფეხური
და
კლასი

 
 

  

დაწყებითი საფეხურის VI კლასი

საგანი,მასწავლებლის
სახელი,გვარი

ქართული
ენა
და
ლიტერატურა

რუსუდან გონაშვილი

მოსწავლის
რაოდენობა

20

განსაკუთრებული
საჭიროების
მქონე
მოსწავლე

არცერთი

სასწავლო
გაკვეთილის
მიზანი

  • პოეტური ტექსტის აღქმა,
  • პარალელების გავლება შესწავლილ ლიტ. ნაწარმოებებთან ჟანრის, თემისა და პრობლემატიკის მიხედვით,
  • შესწავლილი ტექსტის მიხედვით პერსონაჟის წარმოსახვითი პორტრეტის შექმნა, მულტიმედია ტექსტებზე მუშაობა,
  • წერის სტრატეგიების დაუფლება _ პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში,

    სხვადასხვა სახის ტექსტის შექმნა.

მოსწავლეებს ეს გაკვეთილი დაეხმარება იმის გაგებაში, რომ

  • ქრისტიანული რელიგიის გავრცელებამდე ქართველ ხალხსაც საკუთარი ღმერთები და გმირები ჰყავდა..
  • მითები მათ შესახებ შემონახულია ძველ წიგნებსა და ზეპირსიტყვიერებაში.
  • სხვადასხვა თქმულებები თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ასე მოაღწიეს ჩვენამდე ქართულმა მითებმა.
  • მოსწავლეებს ეს გაკვეთილი დახმარებათ, გაიხსენონ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული წინა კლასებში შესწავლილი მასალა და ხელს შეუწყობს მომდევნო საკითხებზე (ხალხური- "ეთერიანი" ) დინამიურად გადასვლაში.

ეროვნული
სასწავლო
გეგმით
განსაზღვრული
შედეგები

ქართ. VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.

ქართ. VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

ქართ. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი/ნაწყვეტი.

ქართ. VI. 9. მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ.

ქართ. VI. 9. მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ.

ქარ. VI. 12. მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.

ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.

ქართ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა.

ქართ. VI. 16. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება, გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება.


 

თანმიმდევრობა \აქტივობები
და
დრო\

აქტივობა 1. მისალმება-1წთ.

აქტივობა 2. ორგანიზაციული
საკითხების
მოგვარება-მიზნის,
თემისა
და
შეფასების
გაცნობა
-1წთ.

აქტივობა 3. საშინაო დავალების პრეზენტაცია -
10 წთ
.

აქტივობა 4. მინილექცია-
7-8 წთ.

ვესაუბრები კოპალას შესახებ. ავუხსნი, რომ კოპალა
წინასაქრისტიანო
სათემო ღვთაებაა აღმოსავლეთ
საქართველოს
მთაში. ხალხური
ეტიმოლოგია
მის
სახელს
კომბალიდან
აწარმოებს. მისი
ძირითადი
სამლოცველო
იყო ფშავსა (სოფ.უძილაურთა) და ხევსურეთში (ლიქოკის
ხეობა, ჭალაისოფელი). კოპალას
სამლოცველოები
იყო
აგრეთვე თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარსა
და
ქართლ-კახეთის
ჩრდილოეთ
ზოლში. მორწმუნეთა
წარმოდგენით, კოპალა
გაღვთისშვილებულ
ხორციელად
ითვლებოდა, რისთვისაც იხსართან ერთად
მორიგე
ღმერთს
დაუკისრებია
ფშავ-ხევსურეთის (ამ
შემთხვევაში
კოპალა
ხევსურული, ხოლო
იახსარი
ფშავური
ღვთაებაა) ტერიტორიაზე
ოდესღაც
მობინადრე დევ-კერპების განადგურება. მასვე
მიაწერენ
ავსულებთან
ბრძოლის
ფუნქციას, საკუთარი
საყმოსა
და
სხვა
ხორციელთა
დაცვას
ბოროტი
ძალებისაგან. იმავე
წარმოდგენით, კოპალა, როგორც
სათემო
ღვთაება, თავის
ყმებს
მფარველობდა
გასაჭირში, თან
ახლდა
ლაშქრობებში
და
ხელს
უმართავდა. ამ
ფუნქციათა
დამთხვევის
გამო
კოპალა
და
იახსარი
მოძმე
ღვთისშვილებად
მიაჩნდათ. კოპალას
ჰქონდა
მამულები, სათიბები, ზვრები
კახეთში, კურატების
ჯოგი, სხვადასხვა
დანიშნულების
საზოგადოებრივ-საკულტო
ნაგებობანი, სამეურნეო
ინვენტარი, ფლობდა
განძს
და
. .

აქტივობა 5. ტექსტის კითხვა- 5-6 წთ.

მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს,საგანგებო ყურადღება ექცევა უცნობ სიტყვებს

აქტივობა 6. გმირის პორტრეტის შექმნა და პარალელების გავლება შესწავლილ ლიტერატურულ ნაწარმოებებთან-10 წთ.

აქტივობა 7. გეგმის შედგენა ტექსტის მოკლე შინააესის გადმოსაცემად- 5 წთ.

აქტივობა 8. საშინაო დავალება - 2 წთ.

 შეფასება

მოსწავლეთა წარმატების დადგენისას გამოვიყენებ განმსაზღვრელ შეფასებას

  • შეფასდება თანამშრომლობა, აქტიურობა
  • შეფასდება ტექსტზე მუშაობის, ანალიზის უნარი

 რესურსი

VI კლასის
სახელმძღვანელო, დაფა, კალამი, ფურცელი , ქსე, ტ.V, გვ. 659


ელექტრონული
რესურსები:

No comments:

Post a Comment