Sunday, January 1, 2012

გაკვეთილის
გეგმა

By RuGonashvili - last modified

გაკვეთილის
თემა

ხალხური - "ვაჟკაცის შესაფერია"

სწავლების
საფეხური
და
კლასი

 
 

  

დაწყებითი საფეხურის VI კლასი

საგანი,მასწავლებლის
სახელი,გვარი

ქართული
ენა
და
ლიტერატურა

რუსუდან გონაშვილი

მოსწავლის
რაოდენობა

20

განსაკუთრებული
საჭიროების
მქონე
მოსწავლე

არცერთი

სასწავლო
გაკვეთილის
მიზანი

  • პოეტური ტექსტის აღქმა,
  • გამომეტყველებითი კითხვის უნარის გამომუშავება, პარალელების გავლება შესწავლილ ლიტ. ნაწარმოებებთან ჟანრის, თემისა და პრობლემატიკის მიხედვით,
  • შესწავლილი ტექსტის მიხედვით პერსონაჟის წარმოსახვითი პორტრეტის შექმნა, მულტიმედია ტექსტებზე მუშაობა,
  • წერის სტრატეგიების დაუფლება _ პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში,
  • სხვადასხვა სახის ტექსტის შექმნა.

მოსწავლეები გაეცნობიან ხალხურ შემოქმედებას. გაიგებენ, რომ ხალხური სიტყვიერება, ხალხური პოეზია, ზეპირსიტყვიერება - სინონიმური ცნებებია, რომ ზეპირსიტყვიერება იქმნება და ვრცელდება ზეპირად, მისთვის დამახასიათებელია კოლექტიურობა, ანონიმურობა, ვარიაციულობა, იხვეწება და მუშავდება ხალხის მიერ, ამიტომ ხშირია ამა თუ იმ ნაწარმოების რამდენიმე ვარიანტი.

მოსწავლეებს ეს გაკვეთილი დაეხმარება:

  • პოეტური ტექსტის აღქმის,
  • დისკუსიის ხელოვნების თანდათან დაუფლების,
  • სამეტყველო ქცევის წარმართვის ცოდნისა და  უნარ-ჩვევების დაუფლებაში.

მოსწავლეებს ეს გაკვეთილი დახმარებათ, გაიხსენონ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული წინა კლასებში შესწავლილი მასალა და ხელს შეუწყობს მომდევნო საკითხებზე (ხალხური-"ვაჟკაცის შესაფერია", "კოპალა", "ეთერიანი" ) დინამიურად გადასვლაში.

ეროვნული
სასწავლო
გეგმით
განსაზღვრული
შედეგები

ქართ. VI. 2. მოსწავლეს აქვს მხატვრული ტექსტის გააზრებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დეტალების შეფასების უნარი.

ქართ. VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

ქართ. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი/ნაწყვეტი.

ქართ. VI. 9. მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ.

ქართ. VI. 9. მოსწავლეს შეუძლია პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით იმსჯელოს ნაწარმოებში ასახული მისთვის გასაგები და მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ.

ქარ. VI. 12. მოსწავლეს შეუძლია მედიატექსტების გაანალიზება; აქვს მულტიმედია ტექსტებზე მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.

ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.

ქართ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა.

ქართ. VI. 16. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება, გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება.


 

თანმიმდევრობა \აქტივობები
და
დრო\

აქტივობა 1. მისალმება-1წთ.

აქტივობა 2. ორგანიზაციული
საკითხების
მოგვარება-მიზნის,
თემისა
და
შეფასების
გაცნობა
-1წთ.


 

აქტივობა 3. საშინაო დავალების პრეზენტაცია -
10 წთ
.

აქტივობა 4. ენობრივ მხარეზე დაკვირვება-
10-12 წთ.

რა ეპითეტს იყენებს სკვდილთან მიმართებაში სახალხო მთქმელი?

მოძებნეთ ტექსტში სალიტერატურო ენისთვის მიუღებელი ფორმები?

სიტყვათწარმოქმნაზე დაკვირვება

თანხმოვანფუძიანი სახელების ბრუნება, ფუძის კუმშვა

აქტივობა 5. რეფლექსია-"ხუთსტრიქონიანი ლექსი"- 5-6 წთ.

აქტივობა 6. გმირის პორტრეტის შექმნა-დაველება-N4-8-10 წთ.

აქტივობა 7. შეფასება 2 წთ

აქტივობა 8. საშინაო დავალება - 2 წთ.

 შეფასება

მოსწავლეთა წარმატების დადგენისას გამოვიყენებ განმსაზღვრელ შეფასებას

  • შეფასდება თანამშრომლობა
  • შეფასდება ტექსტზე მუშაობის, ანალიზის უნარი
  • შეფასდება პრეზენტაციისს უნარი წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით


 

 რესურსი

VI კლასის
სახელმძღვანელო, დაფა, კალამი, ფურცელი


ელექტრონული
რესურსები:

No comments:

Post a Comment