Thursday, December 29, 2011

გაკვეთილის გეგმა

By RuGonashvili - last modified

გაკვეთილის
თემა

აკაკი წერეთლის "ჩემი თავგადასავალი"

სწავლების
საფეხური
და
კლასი

 
 

  

დაწყებითი საფეხურის VI კლასი

საგანი,მასწავლებლის
სახელი,გვარი

ქართული
ენა
და
ლიტერატურა

რუსუდან გონაშვილი

მოსწავლის
რაოდენობა

20

განსაკუთრებული
საჭიროების
მქონე
მოსწავლე

არცერთი

სასწავლო
გაკვეთილის
მიზანი

მხატვრული ტექსტის კითხვა და გააზრება

წაკითხულის შეფასება და დასკვნების გამოტანა

კრიტიკული აზროვნების განვითარება

ინფორმაციის მიღება და გაზიარება

თხრობისა და მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარება

პერსონაჟთა მარტივი დახასიათება,წაკითხულისა და ნაწარმოების ეკრანიზებული ვერსიების შედარება

კითხვის სტრაატეგიების დაუფლება

წერის სტრატეგიების დაუფლება

ეროვნული
სასწავლო
გეგმით
განსაზღვრული
შედეგები

ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

ქართ. VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

ქართ. VI. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.

ქართ. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი/ნაწყვეტი.

ქართ. VI. 7.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.

ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი.

ქართ. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა.

ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.

ქართ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა.

ქართ. VI. 16. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება, გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება.

თანმიმდევრობა \აქტივობები
და
დრო\

აქტივობა 1. საშინაო დავალების პრეზენტაცია (7-8 წუთი);

აქტივობა 2. კითხვისთვის მზედება-გამოწვევა (5-6 წუთი);

ტექსტის წაკითხვას წინ უსწრებს აკაკის ცხოვრების ამსახველი ფილმის "აკაკის აკვანი" კოლექტიური ჩვენება და კლასში მისი განხილვა

აქტივობა 3. ტექსტის კითხვა (15-20 წუთი);

ვიყენებ კომენტირებული კითხვის სტრატეგიას

ტექსტის კითხვას მოყვება ზოგადი საკლასო დისკუსია

აქტივობა 4. გეგმის შედგენა ( 7-8 წუთი); დავალება შესრულდება მცირე ჯგუფებში

აქტივობა 5. შეფასება (2-3 წთ).

აქტივობა 6. საშინაო დავალება (2-3 წუთი)

აქტივობა 7. შეფასება (2-3 წთ.)

დავალება N1

 შეფასება

1. ტექსტზე  დამოუკიდებელი  მუშაობა.

2. აზრის  ლოგიკურად  ჩამოყალიბება.

 რესურსი

სახელმძღვანელო, დაფა, კალამი,ფურცლები

No comments:

Post a Comment