Thursday, December 29, 2011

გაკვეთილის გეგმა

By RuGonashvili - last modified

გაკვეთილის
თემა

აკაკი წერეთლის "ჩემი თავგადასავალი"

სწავლების
საფეხური
და
კლასი

 
 

  

დაწყებითი საფეხურის VI კლასი

საგანი,მასწავლებლის
სახელი,გვარი

ქართული
ენა
და
ლიტერატურა

რუსუდან გონაშვილი

მოსწავლის
რაოდენობა

20

განსაკუთრებული
საჭიროების
მქონე
მოსწავლე

არცერთი

სასწავლო
გაკვეთილის
მიზანი

მხატვრული ტექსტის კითხვა და გააზრება

წაკითხულის შეფასება და დასკვნების გამოტანა

კრიტიკული აზროვნების განვითარება

ინფორმაციის მიღება და გაზიარება

თხრობისა და მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარება

პერსონაჟთა მარტივი დახასიათება,წაკითხულისა და ნაწარმოების ეკრანიზებული ვერსიების შედარება

კითხვის სტრაატეგიების დაუფლება

წერის სტრატეგიების დაუფლება

ეროვნული
სასწავლო
გეგმით
განსაზღვრული
შედეგები

ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

ქართ. VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

ქართ. VI. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.

ქართ. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი/ნაწყვეტი.

ქართ. VI. 7.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.

ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი.

ქართ. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა.

ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.

ქართ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა.

ქართ. VI. 16. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება, გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება.

თანმიმდევრობა \აქტივობები
და
დრო\

აქტივობა 1. საშინაო დავალების პრეზენტაცია (10-12 წუთი);

აქტივობა 2. წაკითხულის გააზრება-წვდომა (12-15 წუთი);

წაკითხულის ანალიზი იწყება I-II დონის კითხვების საშუალებით, ეს არის ტექსტში მასალის მოძიება, ამიტომ ამ დროს მოსწავლეები აქტიურად იყენებენ ტექსტს და კითხულობენ სათანადო ადგილებს

I-II დონის კითხვებზე პასუხის მიღების შემდეგ ვსვამ უფრო მაღალი დონის კითხვებს

აქტივობა 3. დისკუსია (7-8 წუთი);

შეადარეთ აკაკის დროინდელი გიმნაზია დღევანდელ სკოლას. რითი განსხვავდება ისინი ერთმანეთისაგან? თქვენი აზრით,რა არის ძველი სკოლის ნაკლი?

აქტივობა 4. ნაწარმოებისა და ფილმის შედარება ( 10 წუთი);

აქტივობა 5. შეფასება (2-3 წთ).

აქტივობა 6. საშინაო დავალება (2-3 წუთი)

აქტივობა 7. შეფასება (2-3 წთ.)

 შეფასება

განმსაზღვრელი შეფაასება-ქულა

შეფადება მსჯელობის უნარი,ლოგიკური აზროვნება

 რესურსი

სახელმძღვანელო, დაფა, კალამი,ფურცლები

No comments:

Post a Comment