Thursday, December 29, 2011

გაკვეთილის გეგმა

By RuGonashvili - last modified

გაკვეთილის
თემა

აკაკი წერეთლის "ჩემი თავგადასავალი"

სწავლების
საფეხური
და
კლასი

 
 

  

დაწყებითი საფეხურის VI კლასი

საგანი,მასწავლებლის
სახელი,გვარი

ქართული
ენა
და
ლიტერატურა

რუსუდან გონაშვილი

მოსწავლის
რაოდენობა

20

განსაკუთრებული
საჭიროების
მქონე
მოსწავლე

არცერთი

სასწავლო
გაკვეთილის
მიზანი

მხატვრული ტექსტის კითხვა და გააზრება

წაკითხულის შეფასება და დასკვნების გამოტანა

კრიტიკული აზროვნების განვითარება

ინფორმაციის მიღება და გაზიარება

თხრობისა და მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარება

პერსონაჟთა მარტივი დახასიათება,წაკითხულისა და ნაწარმოების ეკრანიზებული ვერსიების შედარება

კითხვის სტრაატეგიების დაუფლება

წერის სტრატეგიების დაუფლება

ეროვნული
სასწავლო
გეგმით
განსაზღვრული
შედეგები

ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.

ქართ. VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

ქართ. VI. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება.

ქართ. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი/ნაწყვეტი.

ქართ. VI. 7.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.

ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი.

ქართ. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა.

ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი.

ქართ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა.

ქართ. VI. 16. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება, გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება.

თანმიმდევრობა \აქტივობები
და
დრო\

აქტივობა 1. საშინაო დავალების პრეზენტაცია (10-12 წუთი);

აქტივობა 2. აკაკის დახასიათება ტექსტუალური მასალის საფუძველზე (8-10 წუთი);

აქტივობა 3. ტექსტის გამომსახველობით მხარეზე დაკვირვება (7-8 წუთი);

  • განმარტეთ რას ნიშნავს მოცემული სიტყვათშეთანხმებანი:
  • შიშის ქარმა აიტანა
  • ბევრი ოფლი აწურვიეს
  • ჩააყენეს თორნეში
  • ენა ჩამივარდა
  • ოთხში ამოეღო

ამ მაგალითებზე დაკვირვების შემდეგ განვმარტავ ბარბარიზმის რაობას, ავუხსნი, რომ დიალექტები კვებავს სამწერლო ენას ,მიუღებელია მცდარი გრამატიკული ფორმები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როგორც ერთ-ერთი მხატვრული ხერხი. იგივე ითქმის ბარბარიზმებზედაც .

ამის შემდეგ ტექსტში მოძებნიან რუსული ენიდან შემოსულ ბარბარიზმებს და შეცვლიან სათანადო ქართული სიტყვებით

აქტივობა 4. კუმშვადი სახელები ( 10-12 წუთი);

დავალება N5

აქტივობა 5. შეფასება (2-3 წთ).

აქტივობა 6. საშინაო დავალება (2-3 წუთი)

ამოიწერეთ ტექსტიდან დიალექტური ფორმები და მიუწერეთ მათ შესატყვისები სალიტერატურო ქართულიდან

აქტივობა 7. შეფასება (2-3 წთ.)

 შეფასება

განმსაზღვრელი შეფაასება-ქულა

შეფადება მსჯელობის უნარი, წერის კულტურა, დაკვირვების უნარი

 რესურსი

სახელმძღვანელო, დაფა, კალამი,ფურცლები


 

No comments:

Post a Comment