Thursday, December 29, 2011

იაკობ ხუცესი-„შუშანიკის წამება“

by RuGonashvili — last modified

გაკვეთილის
თემა

 იაკობ ხუცესი - " შუშანიკის წამება" ( ორი დაწყვილებული გაკვეთილი)

 
 

გაკვეთილის
თემა/საგანი
(საგანი
და
გასაღები
სიტყვები)

ქართული ენა და ლიტერატურა, გაკვეთილის გეგმა, დისკუსია

 
 

სამიზნე
ჯგუფი

საბაზო საფეხურის IX კლასი

 
 

მიზნები
და
ამოცანები
(გაკვეთილის
მიზნები
და
ამოცანები)

 დისკუსიისა და თანამშრომლობის უნარის განვითარება;

მოსწავლეები შეძლებენ დისკუსიის კორექტულად წარმართვას, დისკუსიისა და კამათის მონაწილეთა შესაძლო არგუმენტების გათვალისწინებასა და კონტრარგუმენტების მომზადებას, განსხვავებულ თვალსაზრისებთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულების ზეპირად და წერილობით გადმოცემას.

ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე.

ქართ. IX. 3.
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა განსხვავებული ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე.

ქართ. IX. 4.
მოსწავლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.

ქართ. IX. 6.
მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

ქართ. IX. 7.
მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას.

ქართ. IX. 8.
მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.

ქართ. IX. 9.
მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება.

ქართ. IX. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

ქართ. IX. 12. მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი ტექსტის სტრუქტურა და ენობრივი ნორმები.

 
 

გაკვეთილის
აღწერა
(გაკვეთილის
სტრუქტურა
და
აქტივობების
აღწერა)

 აქტივობა 1. მოსწავლეები კითხულობენ სახელმძღვანელოში მკვლევართა მოსაზრებებს "შუშანიკის წამებაში" აღწერილი კონფლიქტის საფუძვლის შესახებ . თითოეული ირჩევს იმ თვალსაზრისს, რომელსაც იზიარებს და ერთიანდება ჯგუფში, რომელმაც უნდა დაიცვას ეს თვალსაზრისი. ამის მიხედვით, შეიქმნება მცირე ჯგუფები. თითოეულმა ჯგუფმა უნდა მოიფიქროს არჩეული თვალსაზრისის გამამყარებელი არგუმენტები და სხვა ჯგუფების შესაძლო კონტრარგუმენტები (15 წუთი);

აქტივობა 2. ჯგუფების პრეზენტაცია.

თითოეული ჯგუფი წარმოადგენს იმ თვალსაზრისის გამამყარებელ არგუმენტებს, რომელთაც იზიარებს (რეგლამენტი 3 წუთი.) (15 წუთი);

აქტივობა 3. ჯგუფები იწერენ სხვა ჯგუფების არგუმენტებს იმისთვის, რომ მოამზადონ კონტრარგუმენტები. (15 წუთი);

აქტივობა 4. ჯგუფები წარმოადგენენ კონტრარგუმენტებს (თითოეულ ჯგუფს ამისთვის ეძლევა 3 წთ.) (15 წუთი);

აქტივობა 5. მოსწავლეებს ურიგდებათ ჯგუფის საქმიანობის შეფასების კითხვარი (5 წუთი);

აქტივობა 6. მოსწავლეები წერილობით აყალიბებენ საკუთარ თვალსაზრისს "შუშანიკის წამებაში" აღწერილი კონფლიქტის შესახებ ინდივიდუალურად. (25 წუთი)


 

 
 

მასალები (სასწავლო
რესურსები
რომელიც
გაკვეთილზე
გამოიყენება. აქ
შეიძლება
მიეთითოს
ინფორმაცია
ბეჭვდურ
მასალებზე, ანჩაიწეროს URLმისამართები
ვებ
რესურსებისა
და
ლემილის
მასალების)

 
 

საგანმანათლებლო
რესურსები           

მე-9კლასის
სახელმძღვანელო

 
 

მეთოდები (სასწავლო
მეთოდები
რომლებიც
გამოიყენება
გაკვეთილზე. აქ
შეიძლება
ჩაიწეროსURL მისამართები
ლემილის
მეთოდების)

 
 

 
 

ხელსაწყოები (ხელსაწყოები
რომლებიც
გამოიყენება
გაკვეთილზე. აქ
შეიძლება
ჩაიწეროს URLმისამართები
ლემილის
ხელსაწყოების)

 
 

ტექნიკა
და
ინსტრუმენტები
 

 
 

შეფასება (მეთოდები
რომლითაც
გაიზომება
სტუდენტის
განვითარების
დონე)

 შეფასდება ჯგუფების მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების დამაჯერებლობა დაკვირვებითა და ჩანიშვნებით;

შეფასდება დისკუსიის წესების დაცვა დაკვირვებითა და ჩანიშვნებით;

შეფასდება თანამშრომლობა ჯგუში კითხვარების ანალიზით;

შეფასდება თვალსაზრისის წერილობით ჩამოყალიბების უნარი ნაწერების ანალიზით

 
 

 
 

მასწავლებლის
ნააზრევი
(გაკვეთილის
შემდეგ
მასწავლებლის
აზრი)

 კომპიუტერული
ტექნიკის
გამოყენებით უკეთესი იქნებოდა ამ გაკვეთილის ჩატარება, მოსწავლეები პრეზენტაციის ელექტრონულ ვერსიებს წარმოადგენდნენ მეტი თვალსაჩინოებისათვის, თანაც ინტერნეტის საშუალებით მეტ მოსაზრებებს გაეცნობოდნენ სადისკუსიო თემასთან დაკავშირებითა

No comments:

Post a Comment