Saturday, January 28, 2012

მე და ჩემი მეგობრები



სკოლამ უამრავი მეგობარი შემძინა . ჩემს სკოლაში ბევრი ახალგაზრდა პედაგოგი მუშაობს, რომლებიც თავს არ ზოგავენ, რომ თავიანთი ცოდნა მოსწავლეებს გადასცენ და არ ჩამორჩნენ განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებს. 
 თბილი და მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან. ვცდილობთ, ყველანაირი პრობლემა ერთად გადავჭრათ უმტკივნეულოდ და ურთიერთშეთანხმებით. ვისურვებდი, ასეც გაგრძელებულიყოს!
 თავის დროზე, როცა პედაგოგიურ მოღვაწეობას ვიწყებდი, ძალიან დამეხმარა, მხარში დამიდგა და დედობრივი მზრუნველობა გამიწია ბრწყინვალე ფილოლოგმა თამარ ხანიაშვილმა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას!

ფილოლოგი: ლელა ჯავაშვილი, ფილოლოგი: რუსუდან გონაშვილი, დაწყებითი კლასების პედაგოგი: ირმა გარსენიშვილი, ფილოლოგი: მეგი ყაჭაშვილი







სასწავლო ნაწილის გამგე: ვიოლეტა დავთიანი;
ფილოლოგები: ლელა ჯავაშვილი, მეგი ყაჭაშვილი;
ისტირიკოსები: ნანა ყაჭაშვილი, მარიკა პოპიაშვილი




მე და ლელა










ლელა ჯავაშვილი, ნინო დევრისაშვილი (ბიოლოგიის მასწავლებელი)




მეგი და ლელა


მართალია, პედაგოგს ნაკლებად აქვს თავისუფალი დრო , მაგრამ  ჩვენ მაინც ვახერხებთ, ხშირად ვიკრიბებით და მხიარულად ვატარებთ დროს.
  ვფიქრობ, ჩვენი მეგობრობით მოსწავლეებსაც ვაძლევთ მაგალითს.


ორი დაფიქრებული ფილოლოგი
თამარ რამაზანაშვილი (მუსიკის მასწავლებელი), ლელა ჯავაშვილი, ირინა ალუღიშვილი ( დაწყებითი კლასების მასწავლებელი), რუსუდან გონაშვილი, ლინა ლეკაშვილი (ხელოვნების მასწავლებელი), მარიკა პოპიაშვილი, მეგი ყაჭაშვილი, მაია ფოლადაშვილი (რუსული ენა - ლიტერატურის მასწავლებელი), მაია ცქიტიშვილი (დაწყებითი კლასების მასწავლებელი), ციალა გოგილაშვილი (ფილოლოგი).



თამარ ხანიაშვილი (ფილოლოგი)
ხატიაშვილი ლია (დაწყებითი კლასების მასწავლებელი)

თამარ ქეთელაური



Thursday, January 26, 2012

ჩემი სკოლა
სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლა საუკუნეზე მეტს ითვლის. პირველად რუსული სკოლა სოფელში 1903 წელს გაიხსნა. 1935 წელს  გადაკეთდა საშუალო სკოლად. 1990 წელს დაემატა მას ქართული სექტორიც და გადაკეთდა რუსულ-ქართულ საშუალო სკოლად. დღეს იგი ერთ-ერთი დიდი სკოლაა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
სოფელი წითელწყარო (ხორნაბუჯი) ადრე ძირითადად რუსების დასახლება იყო.სკოლაში სწავლობენ სხვადასხვა ეროვნების ბავშვები: ქართველები, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები, ალბანელები, ბერძნები, ციგნები, იეზიტები, უკრაინელები,ბელორუსები. სკოლა უდიდესი ტრადიციების მქონეა.
მრავალენოვანი სკოლა წარმატებით შეხვდა განათლების რეფორმის განხორციელებას.გვყავს სერთიფიცირებული მასწავლებლები.სკოლა გამოირჩევა მუშაობის დემოკრატიული პრინციპებით. სკოლაში აქტიურად მუშაობს ახალი სასწავლო პროგრამების "დანერგვის ჯგუფი", რომლის ძირითადი მიზანია თითოეული მოსწავლის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება, მოსწავლეთა უნარ-ჩვევების გამომუშავება და სასწავლო ხარისხის ამაღლება.










Wednesday, January 25, 2012

ტაო-კლარჯეთი Tags: პრეზენტაცია, სასწავლო რესურსი Language: Georgian Subject area: Language and literature Target group: 9th grade

მე და ჩემი კლასი (ხორნაბუჯის საჯარო სკოლა)


ალაზნის ველი


ხორნაბუჯის ციხე




ხორნაბუჯი
"ხორნაბუჯის" იგივე "თამარის ციხის" ნაშთები გომბორის ქედის განშტოების ბოლოს, კლდის მასივზე მდებარეობს. ციხესიმაგრე ერთდროულად აკონტროლებდა ივრისა და ალაზნის ველებს. ქალაქური ტიპის დასახლება აქ ძვ. წ. - ის პირველ ათასწლეულშივე არსებობდა. ამას ამტკიცებს, როგორც წერილობითი (სტრაბონი) , ასევე, მდიდარი არქეოლოგიური მასალაც. ჩვ. წ. - ის მესამე საუკუნის მეორე ნახევარში იგი უკვე განვითარებული ქალაქია.
მე -5 საუკუნის მეორე ნახევრისთვის საქართველოს მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ დაარსა  ხორნაბუჯის საეპისკოპოსო კათედრა. 
ციხე - ქალაქი განსაკუთრებულად მე - 12 საუკუნეში თამარის მეფობისას განვითარდა.
სამოქალაქო ცხოვრება აქ მონღოლი ყაენების დაპირისპირების შედეგად მე - 13 საუკუნეში განადგურდა. ციხე ბოლოს მე - 18 საუკუნეში განუახლებია ერეკლე მეორეს ლეკიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად. მე - 19 საუკუნის ბოლომდე იგი მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტად გამოიყენებოდა.










სწავლა ეზარებათ,სამაგიეროდ, მწვადის შეწვა ეხალისებათ და იციან საუკეთესოდ

მე და ჩემი კლასი უკვე მეხუთე წელია ერთად ვართ. კარგად შევეწყვეთ და გავიცანით ერთმანეთი. კლასში 23 მოსწავლეა .ისინი ახლა იმ ასაკში არიან , როცა ადამიანები თვითდამკვიდრებასა და საკუთარი პიროვნული თვისებების გამოვლენას ცდილობენ. მწვავედ განიცდიან შენიშვნას და უხარიათ შექება - წახალისება. ვცდილობ, მაქსიმალურად ლოიალური ვიყო მათ მიმარ და პრობლემურ სიტუაციებში მათთან ერთად მოვნახო გამოსავალი, ან დავეხმარო, თავად მიაგნონ მას. ძალიან უყვართ ექსკურსიები, ლაშქრობები , ერთად შეკრება და გართობა.ვცდილობ, ყველანაირ სიტუაციაში მათთან ერთად ვიყო, დავეხმარო, რჩევა მივცე და მხარში ამოვუდგე. 






შოთა რუსთაველის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები და დასურათებული "ვეფხისტყაოსანი" Tags: პრეზენტაცია, სასწავლო რესურსი