by RuGonashvili — last modified
გაკვეთილის | იაკობ ხუცესი - " შუშანიკის წამება" ( ორი დაწყვილებული გაკვეთილი) |
გაკვეთილის | ქართული ენა და ლიტერატურა, გაკვეთილის გეგმა, დისკუსია |
სამიზნე | საბაზო საფეხურის IX კლასი |
მიზნები | დისკუსიისა და თანამშრომლობის უნარის განვითარება; მოსწავლეები შეძლებენ დისკუსიის კორექტულად წარმართვას, დისკუსიისა და კამათის მონაწილეთა შესაძლო არგუმენტების გათვალისწინებასა და კონტრარგუმენტების მომზადებას, განსხვავებულ თვალსაზრისებთან დაკავშირებით საკუთარი დამოკიდებულების ზეპირად და წერილობით გადმოცემას. ქართ. IX. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და აუდიტორიის წინაშე წარმოადგინოს სხვადასხვა თვალსაზრისი სადავო ან პრობლემურ საკითხზე. ქართ. IX. 3. ქართ. IX. 4. ქართ. IX. 6. ქართ. IX. 7. ქართ. IX. 8. ქართ. IX. 9. ქართ. IX. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. ქართ. IX. 12. მოსწავლეს შეუძლია დაიცვას წერილობითი ტექსტის სტრუქტურა და ენობრივი ნორმები. |
გაკვეთილის | აქტივობა 1. მოსწავლეები კითხულობენ სახელმძღვანელოში მკვლევართა მოსაზრებებს "შუშანიკის წამებაში" აღწერილი კონფლიქტის საფუძვლის შესახებ . თითოეული ირჩევს იმ თვალსაზრისს, რომელსაც იზიარებს და ერთიანდება ჯგუფში, რომელმაც უნდა დაიცვას ეს თვალსაზრისი. ამის მიხედვით, შეიქმნება მცირე ჯგუფები. თითოეულმა ჯგუფმა უნდა მოიფიქროს არჩეული თვალსაზრისის გამამყარებელი არგუმენტები და სხვა ჯგუფების შესაძლო კონტრარგუმენტები (15 წუთი); აქტივობა 2. ჯგუფების პრეზენტაცია. თითოეული ჯგუფი წარმოადგენს იმ თვალსაზრისის გამამყარებელ არგუმენტებს, რომელთაც იზიარებს (რეგლამენტი 3 წუთი.) (15 წუთი); აქტივობა 3. ჯგუფები იწერენ სხვა ჯგუფების არგუმენტებს იმისთვის, რომ მოამზადონ კონტრარგუმენტები. (15 წუთი); აქტივობა 4. ჯგუფები წარმოადგენენ კონტრარგუმენტებს (თითოეულ ჯგუფს ამისთვის ეძლევა 3 წთ.) (15 წუთი); აქტივობა 5. მოსწავლეებს ურიგდებათ ჯგუფის საქმიანობის შეფასების კითხვარი (5 წუთი); აქტივობა 6. მოსწავლეები წერილობით აყალიბებენ საკუთარ თვალსაზრისს "შუშანიკის წამებაში" აღწერილი კონფლიქტის შესახებ ინდივიდუალურად. (25 წუთი)
|
მასალები (სასწავლო | საგანმანათლებლო მე-9კლასის |
მეთოდები (სასწავლო | |
ხელსაწყოები (ხელსაწყოები | ტექნიკა |
შეფასება (მეთოდები | შეფასდება ჯგუფების მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და კონტრარგუმენტების დამაჯერებლობა დაკვირვებითა და ჩანიშვნებით; შეფასდება დისკუსიის წესების დაცვა დაკვირვებითა და ჩანიშვნებით; შეფასდება თანამშრომლობა ჯგუში კითხვარების ანალიზით; შეფასდება თვალსაზრისის წერილობით ჩამოყალიბების უნარი ნაწერების ანალიზით |
მასწავლებლის | კომპიუტერული |
No comments:
Post a Comment