By RuGonashvili - last modified
გაკვეთილის | აკაკი წერეთლის "ჩემი თავგადასავალი" |
სწავლების
| დაწყებითი საფეხურის VI კლასი |
საგანი,მასწავლებლის | ქართული რუსუდან გონაშვილი |
მოსწავლის | 20 |
განსაკუთრებული | არცერთი |
სასწავლო | მხატვრული ტექსტის კითხვა და გააზრება წაკითხულის შეფასება და დასკვნების გამოტანა კრიტიკული აზროვნების განვითარება ინფორმაციის მიღება და გაზიარება თხრობისა და მსჯელობის უნარ-ჩვევების განვითარება პერსონაჟთა მარტივი დახასიათება,წაკითხულისა და ნაწარმოების ეკრანიზებული ვერსიების შედარება კითხვის სტრაატეგიების დაუფლება წერის სტრატეგიების დაუფლება |
ეროვნული | ქართ. VI. 1. მოსწავლეს აქვს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. ქართ. VI. 3. მოსწავლეს შეუძლია მართებულად წარმართოს საკუთარი სამეტყველო ქცევა მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად. ქართ. VI. 5. მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივიდუალური სტრატეგიების ეფექტურად გამოყენება. ქართ. VI. 6. მოსწავლეს შეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი/ნაწყვეტი. ქართ. VI. 7. ქართ. VI. 10. მოსწავლეს აქვს კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილებისა და შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი. ქართ. VI. 11. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ტიპის ტექსტების ენობრივ თავისებურებებზე დაკვირვება და მსჯელობა. ქართ. VI. 14. მოსწავლეს შეუძლია პიროვნული და შემოქმედებითი გამოცდილების გამოყენება წერის პროცესში; აქვს მხატვრული წარმოსახვის უნარი. ქართ. VI. 15. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მიზნობრივი ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა. ქართ. VI. 16. მოსწავლეს შეუძლია ორთოგრაფიისა და პუნქტუაციის აუცილებელი წესების გამოყენება, გრამატიკული თვალსაზრისით მართებული სიტყვაფორმების აგება. |
თანმიმდევრობა \აქტივობები | აქტივობა 1. საშინაო დავალების პრეზენტაცია (7-8 წუთი); აქტივობა 2. კითხვისთვის მზედება-გამოწვევა (5-6 წუთი); ტექსტის წაკითხვას წინ უსწრებს აკაკის ცხოვრების ამსახველი ფილმის "აკაკის აკვანი" კოლექტიური ჩვენება და კლასში მისი განხილვა აქტივობა 3. ტექსტის კითხვა (15-20 წუთი); ვიყენებ კომენტირებული კითხვის სტრატეგიას ტექსტის კითხვას მოყვება ზოგადი საკლასო დისკუსია აქტივობა 4. გეგმის შედგენა ( 7-8 წუთი); დავალება შესრულდება მცირე ჯგუფებში აქტივობა 5. შეფასება (2-3 წთ). აქტივობა 6. საშინაო დავალება (2-3 წუთი) აქტივობა 7. შეფასება (2-3 წთ.) დავალება N1 |
შეფასება | 1. ტექსტზე დამოუკიდებელი მუშაობა. 2. აზრის ლოგიკურად ჩამოყალიბება. |
რესურსი | სახელმძღვანელო, დაფა, კალამი,ფურცლები |
No comments:
Post a Comment