ხორნაბუჯი
"ხორნაბუჯის" იგივე "თამარის ციხის" ნაშთები გომბორის ქედის განშტოების ბოლოს, კლდის მასივზე მდებარეობს. ციხესიმაგრე ერთდროულად აკონტროლებდა ივრისა და ალაზნის ველებს. ქალაქური ტიპის დასახლება აქ ძვ. წ. - ის პირველ ათასწლეულშივე არსებობდა. ამას ამტკიცებს, როგორც წერილობითი (სტრაბონი) , ასევე, მდიდარი არქეოლოგიური მასალაც. ჩვ. წ. - ის მესამე საუკუნის მეორე ნახევარში იგი უკვე განვითარებული ქალაქია.
მე -5 საუკუნის მეორე ნახევრისთვის საქართველოს მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ დაარსა ხორნაბუჯის საეპისკოპოსო კათედრა.
ციხე - ქალაქი განსაკუთრებულად მე - 12 საუკუნეში თამარის მეფობისას განვითარდა.
სამოქალაქო ცხოვრება აქ მონღოლი ყაენების დაპირისპირების შედეგად მე - 13 საუკუნეში განადგურდა. ციხე ბოლოს მე - 18 საუკუნეში განუახლებია ერეკლე მეორეს ლეკიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად. მე - 19 საუკუნის ბოლომდე იგი მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტად გამოიყენებოდა.
|
No comments:
Post a Comment